მომსახურების გაწევის პროცედურა
1. თქვენ აღწერთ თქვენს მდგომარეობას წერილობით ან სატელეფონო ზარით.
2. ჩვენ გაცნობებთ საჭირო ოზონირების დროს და პროცესის ღირებულებას სპეციალისტის დახმარებით.
3. თქვენი სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, ჩვენი სპეციალისტი:
3.1. ამზადებს ღონისძიებების ჩამონათვალს ოზონიზაციამდე შენობების მოსამზადებლად.
3.2. აღნიშნულ სიას გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე ან გადმოგცემთ ზეპირად, გაგიწევთ კონსულტაციას, გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებს.
3.3. მოდის ადგილზე, მომზადებული ფართის მისაღებად.
3.4. ღებულობს ფართს ან გაძლევთ შენიშვნების ჩამონათვალს.
4. ოზონირების დაწყებამდე იხდით მე -2 პუნქტში მითითებულ თანხას.
5. სპეციალისტი აპროგრამებს აპარატურას, აყენებს მას ოთახში და ხურავს მას პროცესის დასრულებამდე.
6. შეთანხმებულ დროს, სპეციალისტი ბრუნდება თქვენთან ერთად ოთახში, რომ გამორთოს და ამოიღოს მოწყობილობები.
ყურადღება: ოთახი დაკეტილი ან/და დალუქული იქნება ოზონირების მთელი პერიოდის განმავლობაში. გახსნა ხდება მხოლოდ სპეციალისტის თანდასწრებით.
ოთახის/ფართის მომზადება oზონაციისათვის
1. მოაშორეთ სინესტის, სუნისა და მტვრის ხილული წყაროები.
2. დალუქეთ ოთახში ოზონის შესაძლო გაჟონვის ყველა უბანი:
- დახურეთ ფანჯრები და კარები;
- დალუქეთ გამწოვები ცელოფნის კილიტათი და ქაღალდის ლენტით;
- დალუქეთ ღრიჭოები ქაღალდის ლენტით - კარებში, იმ ადგილებში, სადაც მილები გადის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ფანჯრებში.
3. გაიყვანეთ ოთახიდან ყველა ცოცხალი არსება: მცენარეები, შინაური ცხოველები.
4. აკვარიუმი: მჭიდროდ დაფარეთ ცელოფნის კილიტათი, გამორთეთ ჰაერის ტუმბო.
5. არ შეხვიდეთ ოთახში ოზონირების დროს და დამატებით კიდევ 3 საათის განმავლობაში.
ავტოტრანსპორტის მომზადება ოზონაციისათვის
1. მოაშორეთ სინესტის, სუნისა და მტვრის ხილული წყაროები (დეკორატიული არომატიზატორები, საჭმლის ნარჩენები, ცხოველის ბეწვი და ნარჩენები, დაღვრილი სითხე და ა.შ.).
2. ავტოტრანსპორტის სალონი უნდა იყოს სუფთა (ოზონირების შემდეგ ავტომობილის სამრეცხაოში წაყვანა წყალში ყრის ნამუშავარს, ვინაიდან არცერთ სამრეცხაოში არცერთი მრეცხავი არ იყენებს სტერილურ ტილოს სალონის გასაწმენდად. და თუ ლაბორატორიულ ანალიზს ჩავუტარებთ ტილოს, აღმოვაჩენთ ბაქრეტიებისაგან შექმნილ მთელს კოლონიებს, ისეთ ბაქტერიებსაც კი, რომლების თქვენი ავტომობილის სალონში არც კი ყოფილა დეზინფექციამდე და რომლების ავტომატურად გადმოინაცვლებენ თქვენს სალონში)