ტრანსპორტის ოზონირება - ozoni.ge

+995 595 134 555
+995 558 583 677
contact@ozoni.ge

დეზინფექცია ოზონით
გარანტირებული შედეგი !
Go to content

ყველა სუნის უსაფრთხო მოცილება
 
მხოლოდ მაღალი ხარისხის და შესაბამისი კონცენტრაციით ოზონირებას შეუძლია უსიამოვნო სუნის მოშორება. უბრალო ქიმწმენდას შეუძლია დატოვოს ბაქტერიების კერა, რომლის გამრავლების შედეგად სუნი ისევ წარმოიქმნება.

ფილტვები გვეტყვიან მადლობას!
მაშინაც კი, როდესაც არ ეწევით და სალონი სუფთა გაქვთ, რეგულარულად გირჩევთ მანქანის ოზონიზაციას, რათა გაანადგუროთ მავნე მიკროორგანიზმები და ვირუსები, რომლებიც მანქანის სალონში სხვადსხვა გზით ხვდებიან (უცხო ადამიანების სტუმრობა, ავტოსამრეცხაო, სარემონტო სამუშაოები, ტექდატვალიერება და ა.შ.).

ყველა ვირუსისა და ბაქტერიის მოცილება
 
მანქანის სრული ოზონირება არის სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ კარგი პრევენცია, რადგან სუფთა გარემო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საწინდარია მთელი თქვენი ოჯახისთვის.

ჩვენს მიერ ავტომობილის სალონის ოზონირება გარანტირებულად ახდენს, როგორც სრულ მიკრობიოლოგიურ დეზინფექციას ასევე ნებისმიერი ორგანული წარმოშობის უსიამოვნო სუნის მოსპობას.

პანდემიის ვითარებაში ავტომობილის სალონის ოზონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. როგორც ცნობილია, კონდიცირების სისტემაში ბაქტერიების და მიკროორგანიზმების გამრავლება უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვინაიდან სწორად იქ იქმნება მათი გამრავლებისთვის ოპტიმალური გარემო.  ასევე ცნობილია, რომ მიკროორგანიზმები მუდმივად გამოყოფენ სითბოს და სინესტეს დათუ კონდიციონერის ჩართვისას შუშებზე ამჩნევთ მცირე დაორთქლებას  (გარდა წვიმიან ამინდში და სალონის გარეცხვისას დაორთქლებისა) ეს  სისტემაში მავნე მიკროორგანიზმების არსებოსის ერთ-ერთი მანიშნებელია. ამ შემთხვევაში აუცილებელია სალონისა და კონდიცირების სისტემის სრული დეზინფექცია.

ოზონირება განკუთვნილია:
 
 
• ბაქტერიებით დაბინძურებულ კონდიცირების სისტემის სრული დეზინფექცია და სტერილება, ასევე რთულად მისადგომი ადგილების სრული დეზინფექცია (ოზონის აირით);
 
• კონდიცირების სისტემაში მიკროორგანიზმების გამრავლების თავიდან აცილება;
 
• ალერგიული რეაქციების პრევენცია;
 
• მანქანის ინტერიერში უსიამოვნო სუნის განეიტრალება.

მოქმედების პრინციპი:
მოწყობილობა წარმოქმნის ოზონის (O3) აირის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ანადგურებს (წვავს) ვირუსის უჯრედებს და ქიმიურ ნაწილაკებს ჰაერში და ზედაპირზე ზემოქმედების პირველივე წამებში. ოზონის უმცირესი ნაწილაკები ადვილად და ძალიან სწრაფად აღწევენ ნებისმიერ, ერთი შეხედვით მიუწვდომელ ადგილას: აირი არამხოლოდ აღწევს ყველანაირ ქსოვილში (სალონის მასალის მიუხედავად), არამედ ადვილად ევლება კონდიცირებისა და გათბობის რადიატორების ყველა ნაწილის ზედაპირს. ქიმწმენდისაგან განსხვავებით, ოზონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის სეანსის შემდგომ არანაირი ტოქსინების არარსებობა. მაგალითად ქლორმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსინებისა და შხამების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოქმნა, მაგალითად, დიოქსინი. ოზონით დამუშავების შემდეგ, სალონში არ იქნება სველი ლაქები, ზოლები და სხვა, რადგან ოზონი რეაქციის შემდგომ ისევ ჟანგბადად იქცევა. გარდა ამისა, ოზონირება (ჰაერის იონიზაცია) სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები - ანიონები - აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და იცავს ადამიანს რესპირატორული დაავადებებისგან (ასთმა, პნევმონია და სხვა).

სალონის გაბარიტებისა და მისი დაბინძურების დონის შესაბამისად, განისაზღვრება შესაბამისი რეჟიმი და მუშაობის ხანგრძლივობა (5, 10, 15, 30, 60 წუთი). ოზონით მუშავდება როგორც მსუბუი, ასევე სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების სალონები და საბარგულები.
მობ: +995 595 134 555
მობ: +995 595 466 959
ელ-ფოსტა: contact@ozoni.ge
დავამარცხოთ ნებიემიერი ვირუსული ინფექციის კერები

მოვსპოთ ჩვენს სივრცეში ალერგენები და ბაქტერიები

დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა
Back to content