G&G Group

დეზინფექცია უახლესი მეთოდით

ჩვენი მეთოდის უნიკალურობა და უპირატესობებია:

1. თანამედროვე, ეფექტური და სწრაფი, უსაფრთხო:

ა. დეზინფექცია უტარდება ყველაფერს - ტექნიკას, ქსოვილს, საბუთებს, საოფისე აქსესუარებს, რბილ ავეჯს, ბავშვის სათამაშოს, ნებისმიერი ტიპის ზედაპირს, სავინტილაციო სისტემას, კონდიციონერებს...

ბ. დამუშავებისას ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიას - პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილ ელექტრონულ მოწყობილობას (მძლავრ ოზონის გენერატორებს), რომლის მართვა და მონიტორინგი ხორციელდება დისტანციურად.

2. მაქსიმალური კომფორტ:

ა. პროცედურის ჩატარების წინ არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მომზადებას, მაგალითად დოკუმენტების და ნივთების ალაგება/იზოლირებას. პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ორგტექნიკისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის პარალელურად. დეზინფექცირდება თანაბარი ინტენსივობით ოთახში მყოფი ყველა ნივთი.

ბ. პროცედურა არ ტოვებს პარაზიტულ ნარჩენებს, ლაქებს და უსიამობნო სუნს ან შეგრძნებას (განსხვავებით ნებისმიერი მწვავე თუ ნაკლებად მწვავე ქიმიური საშუალებისა). პირიქით - იღებთ ჯანსაღ გარემოს, სუფთა ჰაერს, მშრალ, მტვერისგან თავისუფალ და სტერილურ ზედაპირებს.

3. ქიმიკატების მისხურების გარეშე:

a. მეთოდი არ საჭიროებს ქიმიკატების გამოყენებას, არის სრულად ეკოლოგიური და უსაფრთხო (ოზონირება აგრეთვე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, სამედიცინო სფეროშიც...).

b. ოზონირების მეთოდი იდეალურია ჩვილების, ბავშვების ტანსაცმელისა და სათამაშოების დასამუშავებლად.

4. კლიმატ-კონტროლის სისტემების უალტერნატივო დეზინფექცია:

a. ჩვენ მეთოდს არ გააჩნია ალტერნატივა გათბობა-გაგრილების (კლიმატური კონტროლის) და სავინტილაციო სისტემების დეზინფექციისთვის. აღნიშნულ სისტემებში ვირუსებს, ბაქტერიებს და მავნე მიკროორგანიზმებს გამრავლების იადეალური გარემო ექმნებათ (ვინტილაციის ჩართვისას მათი მავნე ექსკრემენტები ხვდება ჩვენს ფილტვებში, რაც იწვევს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას). ამიტომაც, აუცილებელია მათი პერიოდული ხარისხიანი დამუშავება (მ.შ. ავტომობილებში).

5. ანადგურებს ალერგიის გამომწვევ ნაწილაკებს: მცენარის მტვერი, სხვა ნებისმიერი მტვერი, ობი, სარეცხი და საწმენდი საშუალების თუ სხვა ქიმიური ნაერთისას წარმოქმნილი აირები იწვევს ადამიანში ალერგიულ რეაქციებს, ამ შემთხვევაშიც ოზონაცია მოგიხსნით პრობლემას.

6. ქსოვილების გახალისება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება: ოზონაციას შეუძლია მოაცილოს უსიამოვნო ჩამჯჯდარი სუნი (შმორისა და სინოტივის, თამბაქოს კვამლის, საკვების ნამწვის, ცხოველის და სხვა…). ოზონი ახალისებს ტანსაცმელსა და თეთრეულს. სუნის მოშორება შესაძლებელია ნებისმიერ დახურულ სივრცეში (შენობასა თუ, ავტოტრანსპორტში... )

7. არ ტოვებს მავნე ქიმიურ ნარჩენებს: ოზონაცია არ ტოვებს ნარჩენებს, წარმოიქმნება ჟანგბადისგან და შემდეგ ისევ ბუნებრივად გარდაიქმნება ჟანგბადად.

ოზონირების პროცესი და ხანგრძლივობა:

1. ჩვენი გამოცდილი გუნდი, სპეციალისტები წინასწარ აფასებენ ობიექტს და შემდეგ ხდება პროცესის ოპერატიული დაგეგმვა:

ა. წინასწარ ითვლება ოზონის კონცენტრაციის საჭირო რაოდენობას (მ3-ზე), მისი დინებები, პროცესის ხანგრძლივობა, გამწოვი სისტემების რეჟიმი, უსაფრთხოების ზომები და სხვა ყველა ინდივიდუალური საკითხი.

2. ობიექტის დამუშავების სრულ პროცესს ესწრება თქვენთვის სასურველი პირი (წარმომადგენელი), რომლისთვისაც გამოიყოფება სპეციალური დამცავი საშუალებები.

3. ოზონიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ ობიექტის გამოყენება შესაძლებელია 15-20 წუთიანი განიავების შემდეგ. ხოლო დახურულ მდგომარეობაში ოზონი 5-6 საათში ბუნებრივად დაიშლება ჟანგბადად და იქმნება უსაფრთხო გარემო გამოყენებისთვის.

 

ჩვენი გამოცდილება მოიცავს :

ოფისების, სასტუმროების (კოტეჯების), საბავშვო ბაღების, საწყობების, რესტორნებს, აგარაკების, ბინების, ავტომობილების, სილამაზის სალონების, სავარჯიშო დარბაზების, დამუშავებას. პროცედურებს ვატარებთ თქვენთვის სასურველ დროს (24/7-ზე).

მომსახურების ღირებულება დადგინდება ობიექტის დათვალიერების შედეგად.

 

დამუშავების ეს მეთოდი უალტერნატივოა საოფისე ფართების დეზინფექციისთვის. სხვა ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, ოზონის აირი თანაბრად ვრცელდება დახურულ სივრცეში, აღწევს ყველა ნაპრალსა თუ საოფისე ტექნიკა/მასალაში. ოზონი ფართოდ გამოი-ყენება ევროპასა და ამერიკაში სასმელი წყლის, საკვები პროდუქტების დამუშავებისთვისაც კი.